“პარი სენ-ჟერმენის” ვარკსლავ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ფრანგული პრესის ცნობით, შვედს ზურგი აწუხებს და შესაძლოა, “ვალანსიენთან” ლიგა 1-ის მატჩის გამოტოვება მოუწიოს.
პარიზელებს გარისკვა არ სურთ და იბრაჰიმოვიჩს დასვენებას სთავაზობენ. პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბისთვის, მთავარია, ზლატანმა “ლევერკუზენთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში ითამაშოს.
ცნობისათვის, პსჟ “ვალანსიენს” პარასკევს დაუპირისპირდება.