ფეხბურთი

14:07 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი: “ისედაც ვიცი, რომ საუკეთესო ვარ”

“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, “ოლიმპიაკოსთან” მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ “ოქროს ბურთის” მიღების იმედი არ ჰქონია. შვედი ამ ტიტულის გარეშეც საუკეთესოდ მიიჩნევს თავს.

“არ ვფიქრობ, რომ “ოქროს ბურთი” დავიმსახურე, მაგრამ ეს ჯილდო ჩემთვის მთავარი სულაც არაა. ამ პრიზის გარეშეც ვიცი, რომ საუკეთესო ფეხბურთელი ვარ”, - განუცხადა 32 წლის თავდამსხმელმა ფრანგ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიაკოსთან” მატჩი იბრაჰიმოვიჩისთვის საიუბილეო იყო. შვედმა ჩემპიონთა ლიგაში მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

 

0.115002