მადრიდის “რეალის” სპორტულმა დირექტორმა ზინედინ ზიდანმა ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველ გარეტ ბეილს აქტიურობა მოსთხოვა. ფრანგს მიაჩნია, რომ თუკი უელსელს კარიერული წინსვლა სურს, ლონდონიდან აბარგების სურვილი უნდა გამოთქვას.
“ჩემი აზრით, “რეალმა” ბეილისადმი ინტერესი უკვე ღიად დააფიქსირა. ისიც ნათელია, რომ ფეხბურთელის მაღალი სატრანსფერო ფასი არ გვაშინებს. თუ გარეტი ფიქრობს, რომ წინსვლის დროა, “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობას წასვლის სურვილი უნდა გაუმხილოს”, - განუცხადა “ზიზუმ” ‘სკაი სპორტსს”.
გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები თავიანთ ვარსკვლავს 90 მილიონ ევროდ აფასებენ.