ფეხბურთი

15:02 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "რეალი" ბეილისთვის ისევ იბრძვის"

მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბის წევრმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ესპანური გრანდი ლონდონის “ტოტენჰემის” ვარსკვლავის – გარეტ ბეილის ხელში ჩაგდებას კვლავ დიდი მონდომებით ცდილობს.

“ბეილისთვის ბრძოლას არ გამოვთიშულვართ და ამას არც ვაპირებთ. ასეთი დონის ფეხბურთელის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ნორმალურია, რომ “ტოტენჰემს” მისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა. ლონდონელებმა იციან, რომ უელსელი ჩვენი უმთავრესი სატრანსფერო სამიზნეა”, - განუცხადა ზიდანმა ESPN-ს.

რამდენადაც ცნობილია, “რეალში” გადაბარგება თავად ბეილსაც სურს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101789