ფეხბურთი

21:47 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “მეშინოდა, ცუდი მწვრთნელი არ გამოვსულიყავი”

 

 

 

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც ის სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებას აჭიანურებდა. შეგახსენებთ, რომ ზიდანმა ფეხბურთის თამაშს თავი 2006 წელს დაანება, ხოლო ახლახანს, მან მუშაობა “რეალის” სამწვრთნელო შტაბში დაიწყო.

“რატომ ვაჭიანურებდი მწვრთნელობის დაწყებას? მეშინოდა, ცუდი მწვრთნელი არ გამოვსულიყავი. მეშინოდა, იმედები არ გამეცრუებინა იმ ხალხისთვის, ვინც ნდობას გამომიცხადებდა.

ახლა, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. თუმცა, თუ კარგი ფეხბურთელი იყავი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი მწვრთნელი იქნები.” – ციტირებს ზიდანის სიტყვებს L’Equipe.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115783