ფეხბურთი

12:01 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “ბეილი ისეთივე უნიკალურია, როგორც რონალდუ და მესი”

კვლავ გრძელდება მოლაპარაკებები უელსელი გარეთ ბეილის მადრიდის “რეალში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. თანხა 60-70 მილიონ გირვანქა სტერლინგს შორის მერყეობს. ამასობაში ბეილის შესახებ თავისი აზრი “რეალის” სპორტულმა დირექტორმა ზინედინ ზიდანმაც გამოთქვა: “ბეილი წლეულს მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს. ის უნიკალური მოთამაშეა, ისეთივე, როგორც კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი. უელსელი ამ ორეულს პრაქტიკულად არაფერში ჩამოუვარდება. ძალიან გაგვიმართლებს, თუ მის გადმობირებას შევძლებთ”, – ამბობს “ზიზუ”.

შეგახსენებთ, რომ ბეილი “ტოტენჰემში” 2007 წლიდან თამაშობს. მაშინ “დეზებმა” უელსელის სანაცვლოდ “საუთჰემპტონს” 7 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.

 

0.114031