ფეხბურთი

18:49 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონმა” “საპოვნელას” 4:0 სძლია

 

გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა “ზესტაფონმა” ამხანაგურ მატჩში 4:0 სძლია თერჯოლის “საპოვნელას”. შეხსენებისთვის, წინა ტესტ-შეხვედრაში ზესტაფონელებმა მარტვილის “მერანს” 6:1 მოუგეს.

თერჯოლელებთან ანგარიში ვახტანგ ჭანტურიშვილმა გახსნა მე-8 წუთზე, როცა შორიდან ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმში, ექვსწუთიან მონაკვეთში ოთარ კვერნაძემ დუბლი შეასრულა – ჯერ პირისპირ გასვლისას იხეირა, შემდეგ კი მეკარე მოატყუა და ისე შეაგდო. ასევე, ალჟირელმა მოჰამედ რეკრუკმა გამოიჩინა თავი: ცხრიანში დაარტყა მახვილი კუთხიდან. 

“ზესტაფონი”:  კვასხვაძე (მეშველიანი 46), თორნიკე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა (კაჭკაჭიშვილი 46), გაგოშიძე, კანდელაკი (კიკნაველიძე 46), აჯურუ (რაჟამაშვილი 46), ჭანტურიშვილი (სამუშია 46), შარიქაძე (ენდელაძე 46), ჭანკოტაძე (რეკრუკი 46), გურული (სარდალიშვილი 46), ლომია (კვერნაძე 46).

გოლები: 1:0 ჭანტურიშვილი (8), 2:0 კვერნაძე (70), 3:0 რეკრუკი (73), 4:0 კვერნაძე (76).

0.118759