ფეხბურთი

12:34 | 21.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონიდან” რაჟამაშვილიც წავიდა

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. “ზესტაფონელთა” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბთან შეთანხმების საფუძველზე ნახევარმცველმა დავით რაჟამაშვილმა კონტრაქტი გაწყვიტა.

25 წლის ფეხბურთელი “ზესტაფონში” 2012 წელს გორის “დილადან” გადავიდა. იმერელთა რიგებში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, განვლილი ჩემპიონატის წინ, ის იჯარით გორში დაბრუნდა. რაჟამაშვილმა მიმდინარე სეზონი “ზესტაფონში” დაიწყო, მაგრამ ახლა კარიერას საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე თბილისის “სასკოში” გააგრძელებს.

0.119412