ფეხბურთი

0:00 | 5.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონი” “ვორსკლასთან” მატჩისთვის ემზადება

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. გუშინ, პოლონურ "რუხთან" გამართული მატჩის შემდეგ, აღდგენითი ხასიათის ღონისძიებები აუზსა და საუნაში ჩატარდა, დღეს კი სასტუმრო "სუენოს" საფეხბურთო მოედანზე ქართული გუნდის ორი ვარჯიში გაიმართა.

სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის, რომ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს თედო და თორნიკე გრიგალაშვილებმა, მიხეილ სარდალიშვილმა და ავთო ენდელაძემ. უსიამოვნო ამბავია რატი წინამძღვრიშვილის ტრავმა, რომელიც მან გუშინ გამართულ მატჩში მიიღო და რომლის გამოც მან დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობაის მიღება ვერ შეძლო.
სათქმელია ისიც, რომ როინ კვასხვაძე ტირანაში გაემგზავრა ტირანაში – როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ ზესტაფონელთა გოლკიპერი ნაკრებში ალაბანელებთან სამატჩოდ გამოიძახა.
ხვალ საქართველოს ორგზის ჩემპიონი მიმდინარე შეკრებაზე რიგით მესამე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს, ქალაქ პოლტავას საფეხბურთო კლუბ ”ვორსკლას” დაუპირისპირდება. ქართულ-უკრაინული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) დაიწყება.
 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116106