საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის მატჩისთვის, რომელშიც “ზესტაფონმა” ცხინვალის “სპარტაკს” უნდა უმასპინძლოს, იმერლები თბილისში ემზადებიან.
“ზესტაფონის” პრესსამსახურის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსული დიდი თოვლის გამო, ზესტაფონში გუნდის მომზადება შეუძლებელია. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია.
ოთხშაბათს, “ზესტაფონი” თბილისში შეიკრიბა და საწვრთნელ პროცესს საფეხბურთო სკოლა “ოლიმპიკის” მოედანზე ჩაატარებს.
ფოტო fczestafoni.ge