ფეხბურთი

17:10 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ზესტაფონი": ენდელაძეს გაუფორმეს, მეშველიანს გაუხანგრძლივეს

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” ისევ მატებაა - მარგველთა რიგებს 18 წლის ავთო ენდელაძე შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ სათამაშო ამპლუას მიხედვით, კლუბის ახალწვეული ნახევარმცველია და თავის ახალი გუნდის ღირსებას ის მომდევნო სამწელიწადნახევრის მანძილზე დაიცავს.
”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე თავის დროზე წარმატებული ქართველი გოლეადორის, ზვიად ენდელაძის ვაჟი ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიაში” (2009-2012) ასპარეზობდა. იმერელთა ახალგაზრდა ახალწვეულს ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში არაერთგზის უასპარეზია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ავთო ენდელაძე 26-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
არანაკლებ საინტერესო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისა" და ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების გოლკიპერმა კახაბერ მეშველიანმა თავის კლუბთან ახალი შრომითი ხელშეკრულებულება გააფორმა. ახლადგაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად, კახა მეშველიანი იმერული გუნდის ღირსებას მომდევნო ხუთი წლის მანძილზე დაიცავს. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 20 წლის გოლკიპერი ქვეყნის ორგზის ჩემპიონთა რიგებში 90-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.

www.fczestafoni.ge

 

www.fczestafoni.ge-ს ფოტოები

0.129802