ფეხბურთი

17:27 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ზესტაფონი": დვალი გადაწყდა, გვალია ვარჯიშობს

"ზესტაფონმა" 1+1 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა ჯაბა დვალს, რომელიც თბილისის "დინამოს" ეკუთვნოდა და განათხოვრებით ბოლოს აზერბაიჯანულ "ყარაბაღში" თამაშობდა. დვალის "ზესტაფონში" გადასვლის ამბავი მწიფდებოდა და საბოლოოდ, ყველაფერი გადაწყდა – 29 წლის თავდამსხმელი გია გეგუჩაძის გუნდს შეემატა.

თუ რა ძალა იყო დვალი იმერული კლუბისთვის 4 წლის განმავლობაში, ამაზე ზედმეტია საუბარი.

"ზესტაფონის" კიდევ ერთი პოტენციური ახალწვეული 22 წლის ნახევარმცველი ლაშა გვალიაა, რომელიც ბოლოს რუსულ "ურალში" გახლდათ, მანამდე კი ფოთის “კოლხეთსა" და გორის "დილაში" თამაშობდა და საკმაოდ კარგადაც. გვალიამ თავი გამოიჩინა შარშან ევროტურნირებზე და თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებშიც უხმო.

ეს ინფორმაციები "ზესტაფონის" პრესსამსახურმა მოგვაწოდა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112756