ფეხბურთი

22:07 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონი” ახალწვეულებს ვერ აუდის

“ზესტაფონში” მორიგი ახალწვეულები მივიდნენ. კლუბმა კონტრაქტი გაუფორმა 26 წლის მცველ ზაზა ჭელიძეს, 22 წლის ფორვარდ ნიკა საბანაძესა და 22 წლის მეკარე დავით კუპატაძეს. სამივე მათგანი ქუთაისის “ტორპედოში” თამაშობდა. სამივესთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ამ ინფორმაციას ‘ზესტაფონის” საიტი აქვეყნებს. გია გეგუჩაძისთვის ეს ფეხბურთელები ნაცნობნი არიან - გეგუჩაძე ხომ “ტორპედოში” მუშაობდა 2 სეზონის განმავლობაში.

კიდევ, “ზესტაფონის” საიტს ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ გადაწყვეტილია გიორგი კუხიანიძის “ზესტაფონში” გადასვლის საკითხიც. 21 წლის ნახევარმცველი ასევე “ტორპედოში” გამოდიოდა. ასევე, ჯერჯერობით ბოლომდე არ გადაწყვეტილა ომარ მიგინეიშვილის საკითხიც, თუმცა შეთანხმებასთან ახლოს არიან.

მიგინეიშვილი გეგუჩაძის დროინდელ “ტორპედოში” ძირითადი მეკარე და გუნდის კაპიტანი გახლდათ, ხოლო ბოლო თვეებში თბილისის “დინამოში” იყო და სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.

შეხსენებისთვის, ამ ხუთეულამდე “ზესტაფონმა” კონტრაქტი გაუფორმა გიორგი გურულს, დიმიტრი ტატანაშვილს, გრიგოლ დოლიძესა და თემურ ღონღაძეს. 

0.118741