ფეხბურთი

15:56 | 2.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონი” არ ხუმრობს – ამჯერად, ტატანაშვილი!

 

როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, “ზესტაფონის” მორიგი ახალწვეული დიმიტრი ტატანაშვილი გახლავთ. ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (13 გოლი) და სუპერთასის მატჩის გმირი გია გეგუჩაძის გუნდში ითამაშებს.

30 წლის ტატანაშვილს წლის ბოლოდმე ჰქონდა კონტრაქტი “ჩიხურასთან”, სადაც ასეთი კარგი სახელი დატოვა. თუმცა, დიმიტრი სხვა კლუბებშიც არ უჩიოდა შედეგიანობას. ტატანაშვილს უთამაშია თბილისის “სპარტაკში” (2003-2005), “ამერში” (2005-2008), “პლზენში” (2008-2009), “კლადნოში” (2009-2010), ზაპოროჟიეს “მეტალურგში” (2010), თბილისის “დინამოში” (2011), რუსთავის “მეტალურგში” (2011-2013).

დიმიტრის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაუტარებია და 1 გოლი გაუტანია – 2007 წელს აზერბაიჯანთან ამხანაგურში, რომელიც 1:1 დასრულდა. ტატანაშვილს არაერთი გოლი გაუტანია “ზესტაფონის” კარში, აქედან 2 საქართველოს თასის ფინალში – 2007 და 2008 წლებში.

შეხსენებისთვის, “მსოფლიო სპორტის” ვერსიით, ტატანაშვილი სეზონის პირველი ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

0.112035