“ბოტაფოგოს” ჰოლანდიელი ლეგიონერი კლარენს ზეედორფი საზაფხულო შვებულებიდან კლუბში დაბრუნებას აგვიანებს. ბრაზილიური გუნდის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელები ახალი სეზონისთვის სამზადისის დაწყებამდე 9 დღით დაითხოვა. ეს ვადა ამოიწურა, მაგრამ ზეედორფი ჯერაც არ ჩანს.
“ბოტაფოგოში” აცხადებენ, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი სამშობლოში პირადი პრობლემების გამო შეყოვნდა. სამხრეთამერიკული პრესის ცნობით კი დაგვიანების მიზეზი სავარაუდოდ ფინანსური საკითხია.