ფეხბურთი

17:26 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზეედორფმა სერია A-ში მუშაობის უფლება მიიღო

 

იტალიური “მილანის” ახალ მთავარ მწვრთნელს, კლარენს ზეედორფს, გუნდის უახლოეს მატჩში სათადარიგოთა სკამზე მისთვის განკუთვნილ ადგილზე ყოფნის უფლება ექნება. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიის საფეხბურთო მწვრთნელთა ასოციაციის პრეზიდენტი, რენცო ულივერი ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ ზეედორფს სერია A-ში მწვრთნელად მუშაობისთვის საჭირო ლიცენზია ჯერ არ აქვს. თუმცა, ის ფაქტი, რომ ლიცენზიის მისაღებად საჭირო კურსებზე მან განაცხადი შეიტანა, ჰოლანდიელ სპეციალისტს მუშაობის უფლებას აძლევს.

“არსებობს ნორმა, რომლის თანახმადაც ზეედორფს “მილანის” მომდევნო მატჩში სათადარიგოთა სკამზე ყოფნის უფლება აქვს, რადგან მან UEFA Pro ლიცენზიის მისაღებად განაცხადი შეიტანა. ეს მას მწვრთნელად მუშაობის უფლებას აძლევს.

მსგავსი შემთხვევები იყო დიეგო ლოპესთან და ფაბიო ლივერანისთან დაკავშირებითაც.” – ციტირებს რენცო ულივერის სიტყვებს Radio Sportiva.

19 იანვარს, სერია A-ს მე-20 ტურის მატჩში, “მილანი” “ვერონას” უმასპინძლებს. “როსონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზეედორფის დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში შედგება.

0.11167