ფეხბურთი

2:18 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზეედორფმა მძიმე მოგებით დაიწყო

„მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლარენს ზეედორფის დებიუტი რთული გამოდგა. 37 წლის სპეციალისტი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინათ ფეხბურთელი იყო, სერია A-ს ისტორიაში პირველი ჰოლანდიელი მწვრთნელი გახდა.

„ვერონასთან“ გამართულ საშინაო შეხვედრაში ზეედორფმა სასტარტო შემადგენლობაში ჰონდა, კაკა, რობინიო და ბალოტელი დააყენა, მაგრამ მილანელებს სახიფათო მომენტები შექმნა მაინც უჭირდათ.

„როსონერიმ“ 3 ქულა 82-ე წუთზე გატანილი გოლით მოიპოვა. თამაშში რამდენიმე წუთის ჩართულმა 18 წლის თავდამსხმელმა, ანდრეა პეტანიამ ბოლომდე იბრძოლა და საჯარიმოში მყოფ კაკას უპასა. ბრაზილიელმა ბურთი გაიგდო და მეტოქე ფეხბურთელთან კონტაქტის შემდეგ წაიქცა. მართალია, კაკას ბურთი უკვე დაკარგული ჰქონდა და სახიფათო ეპიზოდი განმუხტული იყო, მაგრამ არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნის ფორმალური საფუძველი ჰქონდა და ასეც მოხდა. სტანდარტის შესასრულებლად ბალოტელი მივიდა, რომელიც ზეედორფის მწვრთნელობის დროს პირველი გოლის ავტორი გახდა.

ამ მოგების შემდეგ, „მილანმა“ ევროპის ლიგის ზონასთან ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა. ამის მიზეზი ისაა, რომ „ვერონას“ მსგავსად, უქულოდ დარჩა „ინტერიც“. ვალტერ მაცარის გუნდი „ჯენოას“ სტუმრობდა. „ლუიჯი ფერარისზე“ გამართული შეხვედრის ბედიც მატჩის მიწურულს გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 83-ე წუთზე, ბერტოლაჩიმ კუთხური მოაწოდა, ანტონელიმ ზუსტად დაარტყა და „ინტერმა“ ზედიზედ მე-3 გასვლითი თამაში წააგო.

რთული თამაში მოიგო „ლაციომ“, რომელმაც, გუნდში ედოარდო რეიას დაბრუნების შემდეგ, 3 მატჩში მხოლოდ 2 ქულა დაკარგა. დედაქალაქური გუნდი უდინეს ეწვია. 10 კაცით მოთამაშე სტუმრები 2-ჯერ აგებდნენ, მაგრამ მათ 3 ქულის აღება მაინც მოახერხეს. მე-8 წუთზე დი ნატალეს მიერ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გატანილ გოლს 62-ე წუთზე, კანდრევამ, ასევე პენალტით უპასუხა. ამ დროისთვის, „ლაციო“ უკვე კაცნაკლული თამაშობდა. 68-ე წუთზე, ბადუმ ლამაზი გოლით წინ მასპინძლები გაიყვანა. 82-ე წუთზე, ბრკიჩი კარიდან ძალიან ცუდად გამოვიდა და მან ბურთი პირდაპირ ლაცარის გაარტყა, რომელიც ავტოგოლის ავტორად დაფიქსირდა. შეხვედრას წერტილი 90-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან ერნანესის ზუსტი დარტყმით დაესვა.

ალესანდრო მატრის, „მილანის“ მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი. „ფიორენტინაში“ გადასვლის შემდეგ, მას ამ შედეგის გასაუმჯობესებლად მხოლოდ ერთი ტაიმი დასჭირდა. „კატანიასთან“ გამართულ გასვლითი მატჩის 41-ე წუთზე ფლორენციელები 3:0 იგებდნენ და აქედან 2 გოლი სწორედ მატრის ანგარიშზეა. 29 წლის ფეხბურთელმა პირველი გოლი 28-ე წუთზე, პასკუალის გადაცემის შემდეგ დასწრებაზე კარგად თამაშის წყალობით გაიტანა. ამ დროისთვის, ფერნანდესს ანგარიში უკვე გახსნილი ჰქონდა. 41-ე წუთზე, მატრიმ თანაგუნდელის დარტყმულს დაამატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

2014 წელს პირველი ქულები დაკარგა „ნაპოლიმ“, რომელიც ლიდერ „იუვენტუსს“ უკვე 12 ქულით ჩამორჩება. ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ „ბოლონიასთან“ გამართულ მატჩში „ნაპოლი“ ჯერ აგებდა და შემდეგ იგებდა, მაგრამ პირველ დამატებულ წუთზე ბიანკის მიერ გატანილმა გოლმა ბენიტესის გუნდს ქულა აკმარა.

 

უდინეზე-ლაციო 2:3 (1:0)

უდინე, “ფრიული” 13000

უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი, ორტო, დანილო, დომიცი, ბასტა, ბადუ, პინცი (ლოპესი 85), პერეირა, დუგლასი (ლაცარი 78), მაიკოსუელი, დი ნატალე (მურიელი 59).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

ლაციო (3-4-3): ბერიშა, ბიავა, დიასი, სიანი (ერნანესი 60), კავანდა, ონაზი, ბილია, ლულიჩი, ფლოკარი (ედერსონი 53/კანა 86), კლოზე, კანდრევა.

მწვრთნელი: ედოარდო რეია.

გოლები: 1:0 დი ნატალე (8, პენ), 1:1 კანდრევა (62, პენ), 2:1 ბადუ (68), 2:2 ლაცარი (82, ს.კ.), 2:3 ერნანესი (90).

გაფრთხილებები: პინცი 51, დომიცი 90+3 - კავანდა 7, კლოზე 38, ონაზი 49, ლულიჩი 72.

გაძევება: ონაზი 54.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 10 (3)-20 (5), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 4-1, სეივი: 2-1, ჯარიმა: 9-15.

 

ატალანტა-კალიარი 1:0 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური” 14000

ატალანტა (4-4-1-1): სპორტიელო, რაიმონდი, სტენდარდო, ლუჩინი (იეპესი 50), ბრივიო, ბრიენცა (კარმონა 74), მილიაჩო, ჩიგარინი (ბაზელი 81), ბონავენტურა, მორალესი, დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, მურუ, კონტი, დესენა (იბრაიმი 73), ეკდალი (კაბრერა 80), კოსუ (სოლინასი 89), იბარბო, საუ.

მწვრთნელი: ივო პულგა.

გოლი: 1:0 ბონავენტურა (68).

გაფრთხილებები: ლუჩინი 22, მილიაჩო 81, რაიმონდი 90+3.

გაძევება: იბარბო 90+2.

მსაჯი: მაურიციო მარიანი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 12 (5)-16 (1), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-4, ჯარიმა: 9-8.

 

კატანია-ფიორენტინა 0:3 (0:3)

ცატანია, “ანჯელო მასიმინო” 14000

კატანია (4-3-3): ფრიზონი, ბელუსკი, როლინი (ლეტო 46), სპოლი, ბირაგი, ისკო, რინაუდო (გუარენტე 78), პლაზილი, ბარიენტოსი, ბერგესიო, კასტრო (კეკო 72).

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

ფიორენტინა (3-4-2-1): ნეტო, ტომოვიჩი (რონკალია 46), როდრიგესი, სავიჩი, კუადრადო, ვალერო (ამბროზინი 72), ფერნანდესი, პასკუალი, ვარგასი, პისარო, მატრი (მატოსი 46).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

გოლები: 0:1 ფერნანდესი (25), 0:2 მატრი (28), 0:3 მატრი (41).

გაფრთხილებები: რინაუდო 44, ბარიენტოსი 59 - როდრიგესი 49.

მსაჯი: ლუკა ბანტი.

ბურთის ფლობა: 34%-66%, დარტყმა: 9 (3)-12 (4), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 4-1, სეივი: 1-3, ჯარიმა: 16-9.

 

ჯენოა-ინტერი 1:0 (0:0)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 19000

ჯენოა (3-4-3): პერინი, ანტონინი, დე მაიო, მარკეზე, ვრსალჟკო, სტურარო (დე ჩელიე 72), კოფიე, ანტონელი, ფეტფაციდისი (კონატე 76), ჯილარდინო (კალაიო 85), ბერტოლაჩი.

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, როლანდო, ჟუანი (ბოტა 85), ჟონათანი, კუზმანოვიჩი (გუარინი 63), კამბიასო, ნაგატომო, ალვარესი (კოვაჩიჩი 21), პალასიო, მილიტო.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლი: 1:0 ანტონელი (83).

გაფრთხილებები: კოფიე 9, ვრსალჟკო 58, ბერტოლაჩი 60, სტურარო 69, კონატე 84 - ჟუანი 71.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 13 (6)-11 (5), კუთხური: 11-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 5-5, ჯარიმა: 13-13.

 

ბოლონია-ნაპოლი 2:2 (1:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა” 21000

ბოლონია (3-4-2-1): კურჩი, ანტონსონი, ნატალი, ჩერუბინი (მანტოვანი 72), გარიკსი, კონე, პერესი (ხრისტოდულოპულოსი 79), პაციენცა, დიამანტი, მორლეო (აკვაფრესკა 82), ბიანკი.

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

ნაპოლი (4-2-3-1): კაბრალი, მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, რევეილერი, ინლერი, ჯემაილი, კალიეხონი, პანდევი (ჰამშიკი 57), მერტენსი (ინსინიე 78), იგუაინი.

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

გოლები: 1:0 ბიანკი (37), 1:1 იგუაინი (62, პენ), 1:2 კალიეხონი (80), 2:2 ბიანკი (90+1).

გაფრთხილებები: პერესი 44, ბიანკი 56, კონე 57, გარიკსი 61, პაციენცა 64 - ალბიოლი 15, ფერნანდესი 90+2.

გაძევება: კონე 84.

მსაჯი: ანტონიო დამატო.

ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 10 (2)-11 (4), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 6-4, სეივი: 2-0, ჯარიმა: 23-13.

 

კიევო-პარმა 1:2 (1:1)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 11000

კიევო (3-1-4-2): პუჯონი, ფრეი, დაინელი, სეზარი, რიგონი, სარდო, ბენტივოლიო (რადოვანოვიჩი 61), ჰეტემაი, დრამე, პალოსკი (ლაზარევიჩი 64), ტერო.

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, პალეტა, ლუკარელი, გობი, გარგანო, მარკიონი, პაროლო (აკვა 86), ბიაბიანი (პალადინო 79), ამაური, კასანო.

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

გოლები: 1:0 პალოსკი (15), 1:1 კასანო (27), 1:2 ლუკარელი (90+4).

გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი: ამაური 24.

გაფრთხილებები: სეზარი 40, სარდო 84 - ლუკარელი 35, გარგანო 50, ამაური 58.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 8 (2)-10 (4), კუთხური: 3-1, თამაშგარე: 5-0, სეივი: 2-1, ჯარიმა: 15-14.

 

სასუოლო-ტორინო 0:2 (0:1)

რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე” 13000

სასუოლო (4-3-3): პეგოლო, ანტეი, არიაუდო (პუჩინო 54), მანფრედინი, ლონგი, ჩიბსა, მანიანელი, კურტიჩი (ფარიასი 53), ბერარდი, ფლორო (გილოცი 59), ციგლერი.

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

ტორინო (3-4-1-2): პადელი, მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი, დარმიანი, ბრიგი, ვივესი (ტაჩციდისი 90), მასიელო, ფერნერუდი (ბაშა 29), ჩერჩი (მეჯორინი 83), იმობილე.

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

გოლები: 0:1 იმობილე (25), 0:2 ბრიგი (48).

გაფრთხილებები: ბერარდი 17, არიაუდო 26, მანიანელი 87 - იმობილე 34, გლიკი 47.

მსაჯი: პიერო ჯაკომელი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 15 (2)-6 (5), კუთხური: 10-4, თამაშგარე: 0-7, სეივი: 3-2, ჯარიმა: 17-17.

 

მილანი-ვერონა 1:0 (0:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 40000

მილანი (4-2-3-1): აბიატი, დე შილიო, საპატა, ბონერა (სილვესტრე 52), ემანუელსონი, მონტოლივო, დე იონგი, ჰონდა (ბირსა 63), კაკა, რობინიო (პეტანია 78), ბალოტელი.

მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.

ვერონა (4-3-3): რაფაელი, გონსალესი (იანკოვიჩი 85), მორასი, მაიეტა, აგოსტინი, რომულო, სირილიანო (დონადელი 90), ჰალფრედსონი, იტურბე, კაჩა (მარტინიო 61), ტალები.

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

გოლი: 1:0 ბალოტელი (82, პენ).

გაფრთხილებები: სილვესტრე 72, მონტოლივო 79.

მსაჯი: მაურო ბერგონცი.

ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 25 (7)-13 (3), კუთხური: 5-10, თამაშგარე: 0-3, სეივი: 3-6, ჯარიმა: 10-11.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137816