“მილანის” დამრიგებელი კლარენს ზეედორფი იმ მიზეზზე საუბრობს, რომლის გამოც, მან ადელ ტაარაბტს “ლაციოსთან” თამაშის საშუალება არ მისცა.
ტაარაბტი “მილანში” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა და მან თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ “ლაციოსთან” მატჩში მაროკოელი ფეხბურთელი სათადარიგოთა შორის მოხვდა.
“ჩემს გუნდში არ არის არცერთი ფეხბურთელი, რომელსაც ყველა მატჩში აქვს ნათამაშები. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ტაარაბტის გარეშე გვეთამაშა.
ტაარაბტი კარგად თამაშობს, მაგრამ არ შეიძლება ის “მილანის” მხსნელად მივიჩნიოთ. ახალი გუნდი ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ხელშეუხებელი ფეხბურთელები არ გვყავს.
ვფიქრობ, ტაარაბტი “ფიორენტინას” წინააღმდეგ ითამაშებს.” – აცხადებს კლარენს ზეედორფი.