ფეხბურთი

17:32 | 6.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზეედორფი “მილანში” არ დაბრუნდება

ბრაზილიური “ბოტაფოგოს” 37 წლის ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა განაცხადა, რომ იტალიური “მილანის” გაწვრთნა მისთვის არავის შეუთავაზებია. შესაბამისად, ჰოლანდიელი არც “როსონერიში” დაბრუნებას გეგმავს.

“ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ჩემზე არაერთი ჭორი გავრცელებულა. ამას მიჩვეული ვარ. სხვა იქნებოდა, “მილანს” წინადადებით მართლაც რომ მოემართა. ჭორები ყოველთვის ჭორებად რჩება. “მილანში” არ დავბრუნდები”, - განუცხადა ზეედორფმა Lance.net-ს.

მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს, “მილანისა” და ამჟამინდელი თავკაცის – მასიმილიანო ალეგრის გზები გაიყრება. აქედან გამომდინარე, “როსონერი” ახალი მესაჭის ძიებაშია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117845