ფეხბურთი

22:35 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზეედორფი კრესპოს თავდამსხმელების მწვრთნელობას სთავაზობს

წარსულში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ერნან კრესპო აცხადებს, რომ კლარენს ზეედორფმა მას “მილანში” თავდამსმხმელების მწვრთნელად მუშაობა შესთავაზა.

“ყოველი პოზიციისთვის ცალკე მწვრთნელის დანიშვნის საკითხი განვიხილეთ და ეს იდეა მოგვეწონა. ამ ექსპერიმენტის მჯერა. იყო დრო, ხალხი მეკარეების მწვრთნელის დანიშვნის აზრს ვერ ხედავდა. ჩვენ შეგვიძლია ერთი ნაბიჯი წინ გადავდგათ.

ზეედორფი ჩემი მეგობარია. მან თავისთან დამიძახა და დახმარება მთხოვა. 3 ვარიანტი მაქვს: მუშაობას ახლავე შევუდგე, ივლისამდე მოვიცადო, ან საერთოდ უარი ვთქვა. მომავალში მწვრთნელობა მინდა. კლარენსის შემოთავაზება შესანიშნავი შესაძლებლობაა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია.” – ციტირებს კრესპოს სიტყვებს Fox Sports Italia.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121251