ფეხბურთი

21:25 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზეედორფი: “გალიანისთან შეხვედრა დაგეგმილი იყო”

“მილანის” მთავარი მწვრთნელი კლარენს ზეედორფი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ხუთშაბათს მასსა და ადრიანო გალიანის შორის გამართულ შეხვედრაზე, კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ჰოლანდიელ სპეციალისტს ულტიმატუმი წაუყენა.

“გალიანისთან ორი დღის წინათ ვისაუბრე, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი. მიხარია, რომ კლუბის წარმომადგენლები მწვრთნელთან და გუნდთან ახლო ურთიერთობაში არიან. სწორედ ამაშია “მილანის” სიძლიერე და პრობლემებს ჩვენ ყველანი ერთად დავძლევთ.

გუნდიდან წასვლა? ჩემმა ხასიათმა დიდ წარმატებამდე მიმიყვანა. შრომისმოყვარეობისა და პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელის კარიერის შექმნა შემიძლია.

კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. დრო მჭირდება და გალიანის გამოცდილება მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.” – ციტირებს ზეედორფის სიტყვებს Milan Channel-ი. 

0.110685