კალათბურთი

14:50 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსს” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) წარუმატებელი პერიოდი უდგას. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდმა მორიგი მატჩი ჩაატარა და “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან” 82:91 დამარცხდა. ეს, მილუოკელთათვის მიჯრით მე-6 წაგება იყო, პორტლენდელებმა კი ზედიზედ მერვედ იმარჯვეს.

“ბაქსი” ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს ყოჩაღად დაუდგა და მშობლიურ “ჰარის ბრედლი სენთერში” შეკრებილი 11 789 ქომაგის მიერ შეგულიანებული ბოლომდე უძალიანდებოდა, თუმცა, მორიგ წაგებას მაინც ვერ გადაურჩა.

ფაჩულია ისევ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28:19 წუთში ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ზაზამ 10-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 8 მოხსნა, (4 მეტოქის ფარზე), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა. ქართველმა ცენტრმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ფაჩულიას გარდა, მასპინძელთა მხრიდან ათქულიან ზღვარს ლუკ რიდნური (13), გარი ნილმა (11) და ჯონ ჰენსონმა (10) უწიეს, “ბაქსის” თავკაც ლარი დრიუსთვის კი ისიც შვება გახლდათ, რომ კარონ ბატლერმა და ერსან ილიასოვამ ტრავმები მოიშუშეს და სოლიდური სათამაშო დროითაც დაიტვირთნენ.

მილუოკელებმა 2 გამარჯვების წილ მე-8 მარცხი განიცადეს და როგორც ცენტრალურ დივიზიონში, ასევე მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილი უკავიათ. “ბაქსი” მომდევნო მატჩს 23 ნოემბრის დილას ჩაატარებს, როდესაც ფილადელფიაში “სიქსერზს” ესტუმრება.

სეზონის სტარტზე უფერულად გამოიყურება “ბრუკლინ ნეთსიც”, რომელიც მილუოკელთაგან განსხვავებით, ვასრკვლავების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, თამაშის “დალაგება” ვერაფრით მოახერხა.

თორნიკე შენგელიას გუნდი ამჯერად შარლოტს ესტუმრა და შეხვედრაში, რომელსაც “თაიმ უორნერ ქეიბლ არენაზე” 13 843 მაყურებელი დაესწრო, “ბობქეთსთან” 91:95 დამარცხდა. “ნეთსი” დასკვნითი მეოთხედის წინ 11 ქულის სხვაობით აგებდა და ერთადერთი, რაც ბოლოსკენ მოახერხა, ჩამორჩენის შემცირება გახლდათ.

შენგელია ბრუკლინელთა განაცხადში გახლდათ, თუმცა, ამჯერად თამაშში ჩართვის საშუალება ერთი წამითაც არ მისცემია. მის გარდა, ჯეისონ კიდმა არც ბოსნიელი მირზა ტელეტოვიჩი ათამაშა, ანდრეი კირილენკო და ბრუკ ლოპესი კი გუნდს ტრავმების გამო ვერ დაეხმარნენ. და ერთი არასასიამოვნო ფაქტიც. გასულ შეხვედრაში, ხელახლა დაშავდა დერონ უილიამსი, რომელიც მე-2 მეოთხედის შემდეგ მოედანზე აღარ დაბრუნებულა...

ამ ფონზე “ნეთსს” 25 ქულით და 7 მოხსნით ენდრიუ ბლატჩმა ულიდერა, პორტლენდელთაგან კი კემბა უოკერი გამოირჩა, რომელმაც სეზონში მისთვის პირადსარეკორდო 31 ქულა მიითვალა.

“ბრუკლინი” 3 მოგებით და 8 მარცხით ატლანტის დივიზიონში უკანასკნელ ადგილზე რჩება, მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში კი ბოლოსწინა მე-14 პოზიციაზეა და მხოლოდ “მილუოკის” უწრებს. შაბათ დილას “ნეთსი” სტუმრად “მინესოტა ტიმბერვულვზთან” ითამაშებს.

 

მილუოკი – პორტლენდი 82:91 (24:23, 27:30, 13:17, 18:21)

მილუოკი: რიდნური (13 ქ.), ფაჩულია (11 ქ. 8 მ.), მაიო (9 ქ.), ბატლერი (9 ქ. 7 მ.), იუდო; ნილი (11 ქ.), ჰენსონი (10 ქ. 7 მ.), მილდტონი (8 ქ.), უოლტერსი (6 ქ.), ილიასოვა (5 ქ.).

პორტლენდი: ოლდრიჯი (21 ქ. 7 მ.), ლილარდი (19 ქ.), მეტიუზი (15 ქ.), ბატუმი (8 ქ. 8 მ. 8 პ.), ლოპესი (8 ქ. 8 მ.); რაიტი (9 ქ.), უილიამსი (5 ქ. 6 პ.), რობინსონი (4 ქ.), ფრილენდი (2 ქ.).

 

შარლოტი – ბრუკლინი 95:91 (30:29, 23:21, 30:20, 12:21)

შარლოტი: უოკერი (31 ქ.), ჰენდერსონი (13 ქ.), ბიიომბო (9 ქ.), კიდ-გილკრისტი (8 ქ.), მაკრობერტსი (6 ქ. 7 მ.); სეშნსი (13 ქ.), ედრიენი (7 ქ. 10 მ.), ზელერი (6 ქ.), ტოლივერი (2 ქ.), ტეილორი.

ბრუკლინი: ჯონსონი (19 ქ.), პირსი (12 ქ.), უილიამსი (4 ქ.), გარნეტი (4 ქ. 8 მ.), ევანსი; ბლატჩი (25 ქ. 7 მ.), ანდერსონი (16 ქ.), პლამლი (9 ქ.), ლივინგსტონი (2 ქ. 7 მ.), ტეილორი, ტერი.

შენგელიას არ უთამაშია

 

ფილადელფია – ტორონტო 98:108 (25:25, 23:30, 29:38, 21:15)

 

კლივლენდი – ვაშინგტონი 91:98 (19:30, 19:26, 21:24, 32:18)

 

ორლანდო – მაიამი 92:120 (20:25, 29:29, 22:36, 21:30)

 

ნიუ იორკი – ინდიანა 96:103 ოტ. (19:14, 23:23, 20:21, 27:31, 7:14) 

 

ატლანტა – დეტროიტი 93:85 (15:13, 28:33, 23:18, 27:21)

 

ნიუ ორლეანი – იუტა 105:98 (20:17, 25:24, 28:28, 32:29) 

 

მინესოტა – კლიპერსი 98:102 (24:24, 22:22, 21:25, 31:31)

 

სან ანტონიო – ბოსტონი 104:93 (22:25, 26:23, 32:22, 24:23)

 

ფინიქსი – საკრამენტო 106:113 (27:27, 23:28, 12:19, 44:39)

 

დალასი – ჰიუსტონი 123:120 (29:40, 32:28, 26:33, 36:19)

 

გოლდენ სტეიტი – მემფისი 81:88 ოტ. (26:16, 18:18, 13:25, 18:16, 6:13)

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა              11      9      1      0      1      1060:959      0.909
2. მაიამი 12 9 0 0 3 1285:1166      0.750
3. ჩიკაგო 9 6 0 0 3 846:801      0.667
4. ტორონტო 12 5 0 2 5 1174:1166      0.417
5. ატლანტა 12 7 0 0 5 1228:1192      0.583
6. შარლოტი 12 6 0 0 6 1068:1113      0.500
7. ფილადელფია 13 4 1 1 7 1342:1427      0.385
8. ორლანდო 11 4 0 1 6 1091:1117      0.364
9. ვაშინგტონი 11 3 1 2 5 1102:1132      0.364
10. დეტროიტი 11 4 0 1 6 1080:1113      0.364
11. კლივლენდი 12 2 2 0 8 1109:1193      0.333
12. ბოსტონი 13 4 0 0 9 1214:1288      0.308
13. ბრუკლინი 11 2 1 1 7 1062:1119      0.273
14. ნიუ იორკი 11 3 0 1 7 1031:1092      0.273
15. მილუოკი 10 2 0 0 8 894:979      0.200


დასავლეთ კონფერენცია

1. სან ანტონიო 11      10      0      0      1      1090:986      0.909
2. პორტლენდი 12 9 1 0 2 1245:1177     0.833
3. ოკლაჰომა სიტი 10 6 1 0 3 1042:1021 0.700
4. კლიპერსი 12 8 0 0 4 1304:1261 0.667
5. დალასი 12 8 0 0 4 1286:1250 0.667
6. გოლდენ სტეიტი      12 8 0 1 3 1228:1147 0.667
7. ჰიუსტონი 13 7 1 1 4 1426:1377 0.615
8. მემფისი 12 5 2 0 5 1137:1150 0.583
9. მინესოტა 13 6 1 0 6 1391:1308 0.538
10. ფინიქსი 11 5 0 1 5 1099:1082 0.455
11. ნიუ ორლეანი 11 5 0 0 6 1112:1086 0.455
12. ლეიკერსი 12 5 0 0 7 1193:1246 0.417
13. დენვერი 10 4 0 0 6 1044:1056 0.400
14. საკრამენტო 11 4 0 0 7 1057:1091 0.364
15. იუტა 13 1 0 0 12 1161:1306 0.077
0.133414