კალათბურთი

18:05 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია ვარჯიშს შეუდგა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ატლანტა ჰოუქსის” ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია ხანგრძლივი, იძულებითი უქმობის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიშს შეუდგა.

ამის მიუხედავად, ფაჩულია ვერ ითამაშებს თორნიკე შენგელიას “ბრუკლინთან”, რომელსაც ჯორჯიელები თბილისის დროით 18 მარტს, გამთენიისას შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ აქილევსის მყესის ტრავმის გამო ნბა-ს ზედიზედ 7 შეხვედრა გამოტოვა.

0.153011