კალათბურთი

1:10 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “კონფლიქტური საკითხების გარკვევა ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე უნდა გადავდოთ”

ნაკრების კაპიტან ქართულ კალათბურთში შექმნილ ვითარებას  გამოეხმაურა

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდია, ქართულ კალათბურთში არცთუ მშვიდი ვითარებაა. 10 აგვისტოს გამართული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა სკანდალური აღმოჩნდა და საბოლოოდ, გაურკვეველი ვადით გადაიდო. მოქიშპე მხარეები ერთმანეთს უსამართლო წესებით ქმედებას აბრალებენ და ცხადია, რომ ამ ამბებს გაგრძელება კიდევ მოჰყვება.

“შექმნილ გაუგებრობას ნუ მივცემთ დაპირისპირების და კონფლიქტის სახეს. მით უმეტეს ახლა, როცა წინ გველის უმძიმესი და პასუხისმგებლობით აღსავსე ევროპის ჩემპიონატი. მისი დასრულების შემდეგ გამგეობა გამოაცხადებს საკალათბურთო სამყაროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან და საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან შეხვედრების განრიგს, სადაც მაქსიმალურად შეჯერდება ახალი წესდების რედაქცია. მხოლოდ ამის მერე დაინიშნება ფედერაციის ყრილობა წესდების ახალი რედაქციით მისაღებად”, - ასეთი გახლდათ კალათბურთის ფედერაციის მესვეურთა ბოლო განცხადება.

ახლა, შექმნილ ვითარებას საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა, რომელიც მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, თუმცა, შესაძლოა, სლოვენიაში თანაგუნდელების გასამხნევებლად მაინც ჩავიდეს. აი, რა დაწერა ზაზამ საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე.

“არ მივესალმები იმ დაპირისპირებებს, რომელიც შეიქმნა საქართველოს საკალათბურთო სამყაროში ევროპის ჩემპიონატის წინ. ჩვენ გველის უმნიშვნელოვანესი ტურნირი, რომელიც წარმოადგენს ეროვნულ ინტერესის და ღირსების საკითხს. ამის გამო, ყველა კონფლიქტური საკითხის გარკვევა, რომელიც დღეს არსებობს საქართველოს საკალათბურთო სამყაროში, უნდა გადაიდოს სანამ არ დამთავრდება ევროპის ჩემპიონატი. დღეს ჩვენ ბიჭებს გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდებათ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118017