ფეხბურთი

15:20 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ჭელიძე კარიერას “გომელში” გააგრძელებს

“ზესტაფონის” აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი ზაზა ჭელიძე კარიერას ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატში გააგრძელებს.

“გომელის” ოფიციალური ვეგვერდის ინფორმაციით, ქართველმა მცველმა ბელარუსებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე გააფორმა. მისი ამოწურვის შემდეგ, მხარეები თუ შეთანხმდებიან, ხელშეკრულება კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.

27 წლის ჭელიძესთვის ბელარუსის ჩემპიონატში თამაში უცხო არაა, რადგან 2010 და 2011 წლებში ბრესტის “დინამოში” გამოდიოდა. მაშინ, ის ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, ხოლო ცენტრალური მცველის პოზიციაზე გია გეგუჩაძემ ქუთაისის “ტორპედოში” განამწესა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124988