"მცხეთა პარკზე", სადაც ერთმანეთის პირისპირ თანაბარი ძალის გუნდები წარსდგნენ, "ვიტ ჯორჯიამ" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და მცდელობის მიუხედავად, სამი ქულის მოპოვება ვერ შეძლო.
მატჩის პირველი ნახევარი დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლების აქტიურობით დაიწყო და ლანჩუთელებმა ანგარიში მე-7 წუთზევე საჯარიმო დარტყმით გახსნეს: კობა შალამბერიძემ ჯარიმიდან კარისკენ მაღალი ბურთი ჩაჰკიდა, საჯარიმოში სრული ქაოსი სუფევდა და შეროზიამ ბურთი კარში უპრობლემოდ გაატარა. პირველი გოლი “ვეტერინართა” მეკარის ბრალი იყო.
"ვიტ ჯორჯია" ნელ-ნელა გამოფხიზლდა და მეტოქეს ორ წუთში ორი გოლი გაუტანა. ჯერ იყო და კურდღელაშვილი საჯარიმოს მისადგომებთან ერთ მეტოქეს გასცდა და შორი მანძილიდან ზუხბაია დაამწუხრა, შემდეგ კი, 27-ე წუთზე ელგუჯა ლობჟანიძემ მასპინძლები დააწინაურა - 2:1.
"ვიტ ჯორჯიამ" გატანილი გოლებით, როგორც სათამაშო, ასევე ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა, ბევრსაც უტევდა, თუმცა ორბურთიანი სხვაობა მაინც ვერ დააფიქსირა. ვიტელების მხრიდან გამოსარჩევია კვირკვიას თამაში, რომელიც ძალიან სწრაფია და მეტოქეს ბევრ თავსატეხსაც უქმნიდა.
შესვენების შემდეგ მასპინძლები მოედანზე კარგი განწყობით დაბრუნდნენ და სათამაშო უპირატესობას კვლავ ფლობდნენ. მართალია ხისტი თამაში გახლდათ, თუმცა მთავარი არბიტრი ყვითელი ბარათების მიცემისგან თავს იკავებდა.
"გურიის" მეკარე ზუხბაიამ რამდენიმე მარტივ მომენტში ბურთი ხელში კარგად ვერ შეიმაგრა და ვეტერინარები უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყვნენ ანგარიშს აშკარად გაზრდიდნენ. მატჩის მიწურულისკენ ლანჩხუთელებმა ძალა მოიკრიბეს და შეტევებს მიმართეს, რამაც შედეგი 82-ე წუთზე გამოიღო: საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი გიგა ჟვანიამ მიიღო და თავით მეკარისგან შორეულ მხარეს გადაგზავნა - 2:2.
დამატებულ დროში კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. შეცვლაზე შესულ წილოსანს ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიუვიდა და მეკარესთან პირისპირ დასარჩენად ვიტ ჯორჯიელი კალანდიას უნდა გასცდენოდა, თუმცა ლანჩხუთელთა მცველმა ძალიან ლამაზ ვარდნაში მეტოქეს ბურთი აართვა და საკუთარ გუნდს ბრძოლით მოპოვებული ქულა შეუნარჩუნა.
"მცხეთა პარკზე" იყო ორთაბრძოლები, ფეხბურთელები თავს არ ზოგავდნენ, თუმცა მაღალ სათამაშო კლასზე საუბარი ზედმეტია. აღნიშნულ მატჩში გააზრებული კომბინაციები ძალიან იშვიათობა გახლდათ.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) - გურია (ლანჩხუთი) 2:2 (2:1)
26 სექტემბერი. მცხეთა. "მცხეთა პარკი".
ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, მურუსიძე, დავლაშელიძე (მაისურაძე 65), გახარია, დადიანი, კურდღელაშვილი (ღიბრაძე 76), კვირკვია, ლობჟანიძე (კუხალეიშვილი 82)
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
გურია: ზუხბაია, ჟვანია, გოგიაშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, კილაძე (ინგოროყვა 75), ჯოჯუა, მიქაბერიძე, შალამბერიშვილი (ჯიშკარიანი 88), კოშკაძე, ლომია (წილოსანი 82).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ლორია
გოლები: 1:0 შალამბერიძე (7), 1:1 კურდღელაშვილი (25), 2:1 ლობჟანიძე (27), 2:2 ჟვანია (82)
გაფრთხილება: საბაძე (13), მეგრელიშვილი (26), ღიბრაძე (90+1)
მთავარი მსაჯი: დავით სანოძე
1. |
დინამო თბ. |
7 |
5 |
1 |
1 |
14:6 |
16 |
|
2. |
სპარტაკი |
7 |
4 |
1 |
2 |
6:6 |
13 |
|
3. |
დილა |
7 |
3 |
2 |
2 |
8:3 |
11 |
|
4. |
ტორპედო |
6 |
3 |
2 |
1 |
6:3 |
11 |
|
5. |
ვიტ ჯორჯია |
7 |
3 |
1 |
3 |
9:6 |
10 |
|
6. |
სამტრედია |
6 |
3 |
1 |
2 |
7:6 |
10 |
|
7. |
ჩიხურა |
6 |
3 |
1 |
2 |
7:6 |
10 |
|
8. |
მეტალურგი |
7 |
2 |
3 |
2 |
9:8 |
9 |
|
9. |
დინამო ბთ. |
6 |
3 |
0 |
3 |
6:6 |
9 |
|
10. |
გურია |
7 |
2 |
3 |
2 |
6:12 |
9 |
|
11. |
ზესტაფონი |
7 |
2 |
2 |
3 |
15:10 |
8 |
|
12. |
სიონი |
7 |
2 |
2 |
3 |
8:9 |
8 |
|
13. |
კოლხეთი |
7 |
2 |
1 |
4 |
6:10 |
7 |
|
14. |
შუქურა |
6 |
1 |
4 |
1 |
5:10 |
7 |
|
15. |
მერანი |
6 |
1 |
1 |
4 |
4:8 |
4 |
|
16. |
ზუგდიდი |
7 |
0 |
3 |
4 |
4:11 |
3 |
მეგოლეები:
4 - შოთა ლომია (ზუგდიდი)
3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია (გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
გიორგი ბალახაძე