ფეხბურთი

15:09 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაურ მახარაძე უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს

უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგის) ლიდერის დონეცკის “ოლიმპიკის” 20 წლის მეკარე ზაურ მახარაძე, ამ ქვეყნის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში გამოიძახეს. მახარაძეს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია, მაგრამ “ახლგაზრდულში” არასოდეს მიუწვევიათ. ის “ოლიმპიკის” სასტარტო შემადგნელობის მეკარე მიმდინარე სეზონში გახდა და გუნდის წარმატებულ თამაშს ბევრი უკრაინელი სპეციალისტი თუ ჟურნალისტი სწორედ მახარაძის სტაბილურ გამოსვლას უკავშირებს. ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილში ჩატარებულ 20 მატჩში დონეცკელებმა მხოლოდ 18 გოლი გაუშვეს, რაც პერშა ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ზაურ მახარაძე: “უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახება პირველი ჩვენი გუნდის მეკარეების მწვრთნელმა შემატყობინა. მას შემდეგ რაც მშობლები მოვიანხულე და დონეცკში დავბრუნდი, მან დამირეკა და მახარა”.

- იმ მომენტში პირველ ყოვლისა რა გაიფიქრეთ?

- ეს ძალიან სასიამოვნო სიახლე იყო. არ დავმალავ, რომ უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვედრა უზომოდ მინდოდა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი მიზანი იყო. თუმცა, ეიფორიამ უკვე გამიარა. ახლა ნელ-ნელა ვემზადები. ხანმოკლე შესვენების შემდეგ, თავი წესრიგში მომყავს, როგორც მორალურად, ასევე, ფიზიკურად. მეკრეები მწვრთნელთან ერთად მსუბუქად ვვარჯიშობ. “ოლიმპიკის” მთავარი მწვრთნელიც გვეხმარება.

- ნაკრებში ბოლოს როდის გამოგიძახეს?

- 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში არაერთხელ მივუწვევივართ, როდესაც მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ლისენკო იყო.

- სავარაუდოდ იცი რომელ მატჩებში ითამაშებ?

- მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია ვითამაშებ თუ არა. ჩვენ “თანამეგობრობის თასისთვის” მოვემზადებით, რომელიც 24 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით სანკტ-პეტერბურგში ჩატარდება.

- ახალგაზრდულ ნაკრებში რა განწყობით გაემგზავრები?

- განწყობა საუცხოოა. ნაკრებში თავის გამოვლენა ძალიან მსურს. ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენა და ნდობის გამართლება მინდა.

0.122056