ფეხბურთი

0:17 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზარანდია “გენკში” – პირველი მატჩი, პირველი გოლი

ლუკა ზარანდიამ პირველი მატჩი ჩაატარა ახალი გუნდის, ბელგიური “გენკის” შემადგენლობაში. 18 წლის ქართველმა ფორვარდმა დებიუტი გოლით აღნიშნა. ეს მოხდა “გენკი”-“ლომელის” შეხვედრაში, რომელიც 1:2 დასრულდა. სასიხარულოა საქართველოს ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის ასეთი კარგი დასაწყისი. 

ზარანდიამ 37-ე წუთზე ზუსტი დარტყმის შემდეგ მიითვალა გოლი. ქართველი სასტარტოში გახლდათ, პირველი ტაიმის შემდეგ კი მწვრთნელმა თერთმეტივე ფეხბურთელი შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113634