მიუნხენის “ბაიერნის” სპორტული დირექტორი მატიას ზამერი ფეხბურთელთა ფიზმომზადებით უკმაყოფილოა. გერმანელს სურს, რომ “რეკორდმაისტერის” ფეხბურთელებმა ფიზიკური ფორმა გააუმჯობესონ და კვირაში 2-3 მატჩის ჩატარება უპრობლემოდ შეძლონ.
“ფიზიკური ფორმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაუმჯობესოთ, რათა კვირაში 2-3 მატჩი ღირსეულად ჩავატაროთ. ჯერჯერობით, კარგ ფიზიკურ კონდიციებში მხოლოდ 1-2 ფეხბურთელია. მოთამაშეებმა მეტი უნდა იშრომონ და ოპტიმალურ ფორმაში შევიდნენ. “აინტრახტთან” მატჩში გაგვიჭირდა, რადგან ძალიან ცხელოდა და ბალახიც ჩვეულებრივზე 2-ჯერ მაღალი იყო”, - განაცხადა ზამერმა.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მე-2 ტურში, “ბაიერნმა” “აინტრახტს” 1:0 სძლია.