ფეხბურთი

19:59 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზამერი: “მანჯუკიჩი გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად რჩება”

“ბაიერნის” სპორტული დირექტორი მათიას ზამერი უარყოფს, რომ რობერტ ლევანდოვსკის დამატების შემდეგ, მიუნხენელებს მარიო მანჯუკიჩი აღარ დასჭირდებათ.

“მარიო გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად რჩება. თუმცა, მან, როგორც ყველა დანარჩენმა, უნდა იცოდეს, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მოუწევს.

“ბაიერნს” უფლება არ აქვს დღევანდელი შემადგენლობით კმაყოფილი იყოს და მოდუნდეს. არ შეიძლება დაველოდოთ, როდის შეგვექმნება პრობლემა და ამის შემდეგ, ნაჩქარევი ტრანსფერები განვახორციელოთ.

“ბაიერნს” ძალიან სტაბილური სატრანსფერო პოლიტიკა აქვს. ცუდი რითია, რომ ბუნდესლიგის სხვა გუნდების ფეხბურთელებს ვიმატებთ? კარგი იქნება, თუ ხალხი ჩვენს მიმართ პატივისცემას გამოხატავს და აღიარებს, რომ საქმეს კარგად ვაკეთებთ.” – ციტირებს ზამერის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, “ბაიერნს” “დორტმუნდის” ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი შეუერთდება. გასაკვირი არაა, რომ ამ ინფორმაციის გაოფიციალურების შემდეგ, მარიო მანჯუკიჩის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ცნონების გავრცელება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ხორვატი თავდამსხმელის საკუთარ გუნდში ხილვა არსენ ვენგერს სურს.

0.127307