ფეხბურთი

17:04 | 9.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზამერი: “ბაიერნი”, “ატლეტიკო” და მანჯუკიჩი” შეთანხმდნენ”

“ბაიერნის” სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ადასტურებს, რომ მიუნხენელები, მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით, მადრიდის “ატლეტიკოს” უკვე შეუთანხმდნენ.

“ბაიერნს”, “ატლეტიკოსა” და მარიოს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს. გვინდა, მარიოს მადლობა გადავუხადოთ იმის გამო, რაც მან ჩვენს გუნდს მისცა და წარმატებები ვუსურვოთ.” – აცხადებს მათიას ზამერი.

მარიო მანჯუკიჩი “ატლეტიკოში” დიეგო კოსტას შეცვლის, რომელიც კარიერას “ჩელსიში” განაგრძობს. ივარაუდება, რომ მადრიდელებს ხორვატი თავდამსხმელი დაახლოებით 12 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

0.116442