მიუნხენის “ბაიერნის” სპორტული დირექტორი მათიას ზამერი, ავსტრიელ მარცხენა მცველ დავიდ ალაბას მსოფლიოში თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს.
“დავიდი “ბაიერნისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ალაბა ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია”, – იუწყება ზამერის სიტყვებს “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდი.
ზამერის მოსაზრებას იზიარებს მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი:
“ალაბა უმაღლეს დონეზე თამაშობს. ამავე დროს, ის თამაშიდან თამაშამდე სწრაფად პროგრესირებს”.