ფეხბურთი

17:42 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე ახალგაზრდა “მილანი” ისტორიაში

“მილანის” გაახალგაზრდავების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. “როსონერიმ” ახალი სეზონისთვის მზადება ორშაბათს დაიწყო. ამ დროისთვის, მილანელთა საშუალო ასაკი 25.8 წელია, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გასულ სეზონში, “მილანის” საშუალო ასაკი 26.74 წელი იყო. გუნდის ასეთი გაახალგაზრდავება რამდენიმე ცვლილებამ განაპირობა. 37 წლის მარიო იეპესის ნაცვლად გუნდში 19 წლის ჯერსონ ვერგარა მივიდა, 29 წლის მატიე ფლამინი 23 წლის ანდრეა პოლიმ შეცვალა, ხოლო 26 წლის მასიმო ამბროზინის ადგილი 18 წლის ბრაიან კრისტანტემ დაიკავა.

ივარაუდება, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, “მილანის” საშუალო ასაკი კიდევ უფრო შემცირდება. საქმე ისაა, რომ 29 წლის რობინიოს გუნდიდან წასვლას უწინასწარმეტყველებენ ხოლო მის შემცვლელად 21 წლის ადემ ლიაიჩს მოიაზრებენ.

თეგებიმილანი
0.11318