გერმანიის II ბუნდესლიგის მეხუთე ტურში დიუსელდორფის “ფორტუნამ” შინ 1:0 სძლია “ბოხუმს” და 7 ქულით მეათე ადგილზეა. ლევან ყენიამ ტაიმნახევარი გაატარა მინდორზე და საუკეთესოც იყო მინდორზე. ერთადერთი გოლი სწორედ ყენიას ბრწყინვალე გარღვევასა და პასს მოჰყვა, რის შემდეგაც შტეფან რაიზინგერს ცარიელ კარში დარტყმაღა სჭირდებოდა.
ყენიამ მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, ორ მცველი მოატყუა და რაიზინგერს გაუმზადა ბურთი. ლევანმა სხვა მომენტებშიც კარგად ითამაშა
არნემის “ვიტესმა” შინ 1:0 აჯობა “ტვენტეს”. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი 82-ე წუთზე გაიყვანეს (დაშავდა), ხოლო გიორგი ჭანტურია დისკვალიფიცირებულია. კაშიამ ერთ მომენტში ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, რაც შეეხება ყაზაიშვილს, მისი აქტიური თამაში არავის უკვირს – სასტარტოში ადგილი დაიმკვიდრა. “ვიტესს” 4 მატჩში 7 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზეა.
“ფორტუნას” გოლის ვიდეო: http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=brt3m8wXtBw