ფეხბურთი

17:35 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყენია შესაძლოა შააფმა გაწვრთნას

დიუსელდორფის “ფორტუნა”, რომელშიც ლევან ყენია გამოდის, შესაძლოა, ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა თომას შააფმა გაწვრთნას. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი იუწყება.

“ფორტუნა” მეორე ბუნდესლიგაში მე-15 ადგილზეა და კლუბის ხელმძღვანელობამ არადაკმაყოფილებელი შედეგის გამო მაიკ ბიუსკენსი დაითხოვა. ზამთრის შესვენებამდე გუნდს ოლივერ რეკი და უვე კლაინი გაუძღვებიან, რომლებიც მანამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტები იყვნენ.

დიუსელდორფელები ახალ თავკაცს ეძებენ და მთავარი კანდიდატი შააფია, რომელიც სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მხოლოდ ბრემენის “ვერდერს” ხელმძღვანელობდა (1999-2013).

ყენიამ ხელის თითი მოიტეხა და ოპერაცია გაიკეთა, რის გამო, “ფორტუნას” ვერ ეხმარება. სხვათა შორის, ქართველი ნახევარმცველი “კარპატიდან” დიუსელდორფში ბიუსკენსის ინიციატივით გადავიდა, რომელიც ყენიას ჯერ კიდევ “შალკეს” სარეზერვო გუნდში მუშაობიდან იცნობდა.

0.114373