ლევან ყენიას ფეხი აწუხებს და ამის გამო კვირას “ფორტუნასა” და დრეზდენის “დინამოს” მატჩში ვერ ითამაშებს. ეს II ბუნდესლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაა.
გერმანული Derwesten-ის ცნობით, საშიში არაფერია და სავარაუდოდ, ქართველ ნახევარმცველს მხოლოდ ეს ერთი მატჩი გაუცდება.
“ფორტუნას” მწვრთნელი ბუსკენსი: “ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ლევანი დრეზდენელებთან ითამაშებდა. თავადაც ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ახლა კი ვნახავთ, რა ხდება. სავარაუდოდ, მას რამდენიმე დღე უნდა გაუცდეს”.
“არა მგონია, რამე საშიში იყოს. უბრალოდ, უნდა მოვიცადო და შევხედო, როგორ იქნება საქმე” – თქვა ყენიამ.