დიუსელდორფის “ფორტუნამ” შეკრებაზე მორიგი მატჩი გამართა, კერძოდ, შვეიცარიის ჩელენჯლიგელ “ბილს” 4:0 მოუგო. 22 წლის ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში გახლდათ და 61-ე წუთზე შეცვალეს. ლევანმა 54-ე წუთზე ლამაზი გოლი გაიტანა, რითაც ანგარიში 2:0 გახდა: ქართველმა 16 მეტრიდან ჩახვეული დარტყმით უშანსოდ დატოვა მეკარე. RP-online-ს ცნობით, ყენიამ რამდენჯერმე გაიბრწყინა ინდივიდუალურად.
აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ყენია გუნდის კაპიტანი გახლდათ – შესვენების შემდეგ კი გერტნერს გადასცა სამკლავური.