ფეხბურთი

14:08 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყენია და დაუშვილი “კარპატის” შეკრებაზე არ გაჰყვნენ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველები ლევან ყენია და მურთაზ დაუშვილი, ლვოვის “კარპატის” სლოვენიაში შეკრებაზე არ გაჰყვნენ. ამის შესახებ, “კარპატის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

პარასკევს, უკრაინულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაუშვილმა,  “კარპატის” კიდევ 8 ფეხბურთელთან ერთად, ხელფასის შემცირება და ახალი კონტრაქტის გაფორმება იუარეს. ამიტომ, ცნობილი გახდა, რომ ისინი ლვოველებთან ერთად შეკრებაზე არ წავიდოდნენ. სჩანს, მათ რიცხვს მიემატა ლევან ყენია, რომელიც დაუშვილთან ერთად ტრანსფერზეა დაყენებული.

შეგახსენებთ, რომ “კარპატიმ” მეორე ბუნდესლიგის დიუსელდორფის “ფორტუნას” ყენიას 250000 ევროდ მიყიდვაზე უარი უთხრა.

ლვოველთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე სევიდოვმა განაცხადა, რომ სლოვენიაში ის ფეხბურთელები გაემგზავრნენ, რომლებსაც “კარპატიში” თამაში სურთ და საკუთარ თავს სწორედ ამ გუნდში ხედავენ.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117256