ფეხბურთი

17:07 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა “ბრედას” ახალგაზრდებს სძლია

არნემის “ვიტესის” ახალგაზრდულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე “ბრედას” ახალგაზრდები 2:0 დაამარცხა და გამარჯვებულებში ვაკო ყაზაიშვილმა სრულად ითამაშა.

“ვიტესის” ვებგვერდის ცნობით, ქართველი ნახევარმცველი ორივე ტაიმის განმავლობაში აქტიური იყო და 39-ე წუთზე, სოლო-გარღვევის შემდეგ ანგარიშის გახსნაც შეეძლო. საბოლოოდ, არნემელებმა პირველი ტაიმი ვინკის გოლით მოიგეს.

შესვენების შემდეგ, მატჩის მთავარი გმირები ყაზაიშვილი და როი ტალსმა იყვნენ. ამ უკანასკნელმა მე-60 წუთზე “ბრედას” კარი მეორედ აიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115888