ფეხბურთი

16:53 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი: "ჩელსიდან" ფეხბურთელების გადმოყვანას არ გავუღიზიანებივარ"

 

20 წლის ვაკო ყაზაიშვილი კარგ სეზონს ატარებს: მან არნემის "ვიტესის" ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდში. ვაკომ 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და საგოლე პასებიც მიითვალა.

"როგორც იქნა, ვთამაშობ. ვფიქრობ, კარგ სეზონს ვატარებ, ეს კი ჩემი შრომისა და მწვრთნელისგან ნდობის შედეგია. ახლა თავდაჯერებულიც ვარ, ბევრს ვვარჯიშობ და ფიზიკურად მშვენივრად ვგრძნობ თავს. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ვითამაშო და გავიტანო. "ჩელსიდან" ბევრი ფეხბურთელი მოვიდა, მაგრამ ამას არ გავუღიზიანებივარ. კონკურენცია იზრდება და ეს კარგია" – ყაზაიშვილის სიტყვებს Vitesse.org აქვეყნებს. 

ვაკო ამბობს, რომ არ იცის, ამ სეზონის შემდეგ რა მოხდება: მას კონტრაქტი ეწურება "ვიტესთან".

ყაზაიშვილს ჰოლანდიელები ქართული სამეულიდან (კაშია, ჭანტურია, ყაზაიშვილი) ყველაზე მშვიდ ადამიანად მიიჩნევენ. თავად ვაკო ამბობს, რომ ქართველები მუდამ ერთად არიან და გურამ კაშიას აქებს:

"ის გუნდის ლიდერია. ქართულ სამეულში ყველაზე უფროსია, ბევრ რჩევას გვაძლევს და ჩვენთვის მამასავითაა".

ყაზაიშვილი იხსენებს, თუ როგორ მოხვდა "ვიტესში":

"მანამდე "მეტალურგსა" და "სიონში" ვიყავი, კარგად ვთამაშობდი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებში და მერაბ ჟორდანიამ ეს დაინახა. მან შემომთავაზა "ვიტესში" გადმოსვლა და წამოვედი". 

შეხსენებისთვის, ყაზაიშვილი და ჭანტურიაც "საბურთალოს" აღზრდილები არიან და იქიდან მოხვდნენ 17-წლამდელთა ნაკრებში.

0.116048