მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2022 წელს უნდა ჩატარდეს, მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაცია “ფიფა” მასპინძელ ქვეყანას “ეძებს”. ერთ-ერთ სასურველ კანდიდატად, კუნძული-ქვეყანა ავსტრალია სახელდება. მას ამ ტიტულში, აზიელი – ყატარი ეცილება და ყველანაირად ცდილობს სასურველი ხმების თავისკენ გადაბირებას.
გაზეთმა “სანდი თაიმსმა” სულ ახლახანს გვამცნო, რომ “ფიფას” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ბინ ჰამამმა ქრთამი დაარიგა 5 მილიონის სახით, რათა ყატარს ხმების საკმარისი რაოდენობა მიეღო. ეს, რა თქმა უნდა, კანონის უკიდურესი დარღვევაა და თუ მუნდიალის მასპინძლობა ყატარს ამის გამო ოფიციალურად ჩამოერთმევა, ავსტრალიას დარჩება სამსაპინძლო “ბურთი და მოედანი”.