ფეხბურთი

11:42 | 26.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყატარი მუნდიალის ზამთარში ჩასატარებლად მზადაა

ყატარი მზადაა 2022 წელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს ზამთარში უმასპინძლოს, თუკი ფიფა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ განცხადება ყატარის ემირმა შეიხ ტამიმ ბენ ჰამად ელ ტანიმ გააკეთა.

“ჩვენ განაცხადი შევიტანეთ მსოფლიოს ჩემპიონატის ზაფხულში გამართვაზე, თუმცა როდის ჩატარდება ის, ფიფას გადასაწყვეტია. ჩვენი განაცხადი საუკეთესო იყო და დარწმუნებული ვარ, ტურნირი ორგანიზაციული თვალსაზრისითაც ერთ-ერთი გამორჩეული იქნება. უბრალოდ, ყველა ვერ ეგუება იმას, რომ პატარა არაბული ქვეყანა ასეთი სერიოზული ღონისძიების მასპინძელი გახდა”, - ციტირებს ალ ტანის სიტყვებს BBC.  

იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულის პერიოდში ყატარში ძალიან მაღალი ტემპერატურაა, ბევრი ემხრობა მუნდიალის ზამთარში გადატანის იდეას. მათ შორის ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და უეფას თავკაცი მიშელ პლატინი. მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში გამართვის საკითხს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტი მიმდინარე კვირის ბოლოს განიხილავს.

ამავდროულად, როგორც ცნობილია, მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად სამართლიანად ჩატარდა არჩევნები, რომლის შედეგად 2018 და 2022 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება შესაბამისად რუსეთს და ყატარს მიენიჭათ. გამოძიების შედეგები მიმდინარე წლის ნოემბერში გამოცხადდება.

0.120753