ფეხბურთი

19:53 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყატარი-2022 ჩაშლის პირასაა

 ფიფას აღმასკომის წევრი თეო ცვანციგერი დარწმუნებულია, რომ ყატარს 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლებას ჩამოართმევენ. ცვანციგერმა გერმანულ BILD-ს უთხრა, რომ აღმასკომის სხვა წევრებიც არ უჭერენ მხარს ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას.

ცვანციგერი: “მედიკოსები ამბობენ, რომ ასეთ სიცხეში ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებბლობას ვერ აიღებენ. ერთი პრეცენდენტიც რომ მოხდეს ფეხბურთელის ავად გახდომისა, სასამართლოში პასუხი ფიფამ უნდა აგოს”.

ყატარში არანორმალური სიცხეებია, განსაკუთრებით კი, ზაფხულში.

ილია კახელიშვილი

თეგებიფიფა
0.121375