საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლო, მე-11 ტური, მართალია, ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ჩემპიონის და ვიცეჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია - პირველ ადგილზე ნინო ხურციძე გავიდა, ხოლო მე-2 ადგილი ნინო ბაციაშვილმა დაიკავა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პირველ ადგილზე მყოფი ნინო ხურციძე და მისი უახლოესი მდევარი ნინო ბაციაშვილი, რომლებიც ერთმანეთს ეთამაშებოდნენ, ყაიმზე შეთანხმდნენ.
11 ტურიდან ხურციძემ 8,5, ხოლო ბაციაშვილმა 8,0 ქულა დააგროვა და მეტოქეებისგან მიუწვდომელი გახდნენ.