ფეხბურთი

13:32 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტიას მაქსიმოვი გაწვრთნის

რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე სარანსკის “მორდოვიას”, რომელშიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის ცენტრალური მცველი აკაკი ხუბუტია ირჯება, იური მაქსიმოვი გავწრთნის.

უკრაინელი სპეციალისტი სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ “მორდოვიაში” სერგეი პოდპალის შეცვლის, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობამ თამაშის არადამაკმაყოფილებელი ხარისხის გამო დაითხოვა.

განვლილ სეზონში მაქსიმოვი დონეცკის “მეტალურგს” წვრთნიდა და ევროპის ლიგის საგზური მოაპოვებინა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გუნდიდან დაითხოვეს. მაქსიმოვმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და უკრაინაში დაბრუნდა, ხოლო საქმეს მას მერე შეუდგება, რაც სამუშაო ვიზას მიიღებს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში, 27 წლის ხუბუტიამ “მორდოვიაში” 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117456