ფეხბურთი

2:52 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხუან მატა “მანჩესტერის” ფეხბურთელია

25 წლის ესპანელი შემტევი ხუან მატა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია. ოფიციალური ინფორმაციით, “წითელმა ეშმაკებმა” მის სანაცვლოდ 37.1 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული თანხაა. აქამდე, “მანჩესტერის” ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი დიმიტარ ბერბატოვი იყო (30.75 მილიონი ფუნტი).

მატასა და “მანჩესტერს” შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ესპანელმა დევიდ მოიესის გუნდს საკუთარ კარიერა 2018 წლამდე დაუკავშირა.

ხუან მატა, ბოლო 2.5 წლის განმავლობაში, “ჩელსიში” თამაშობდა, სადაც ის “ვალენსიადან” გადავიდა. ლონდონური კლუბის მაისურით მას 135-ჯერ უთამაშია. ესპანელის ანგარიშზე 33 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114443