თამაშგარე

13:23 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხოსეპ რეინა – ათწლიანი ოჯახური იდილია

ესპანელი მეკარის, ხოსეპ რეინას მეუღლე იოლანდა რეინა ფეხბურთელთა ყველაზე ლამაზი ცოლების ათეულში შევიდა. ხოსეპმა მომავალი ცოლი 19 წლისამ გაიცნო და მას შემდეგ, აგერ უკვე ათი წელია დიდი სიამტკბილობით სწევენ ერთობლივი ცხოვრების ჭაპანს. იოლანდას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ქმარზე და ამას თავად ხოსეპიც არ მალავს.
რამდენადაც უშიშარი და უხეშია ხოსეპი მოედანზე, იმდენად მზრუნველი და დამყოლია ცოლთან და მის თითქმის ყველა სურვილს ასრულებს. თავის დროზე, როცა ხოსეპის გადაბირება მოითხოვა ”ლივერპულმა”, თავიდან ესპანელმა ცოლის გავლენით განაცხადა უარი, რადგან საყვარელ იოლანდას არ სურდა თბილი ესპანეთიდან ცივ  ბრიტანეთში გადაბარგება. თუმცა, მერე იოლანდა დასთანხმდა და კონტრაქტს ხელი მალევე მოაწერა.

0.160067