გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურში სტუმრად “აინტრახტის” მინიმალური სხვაობით დამარცხების შემდეგ (1:0), გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ საკუთარი შეგირდების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
მიუნხენელბმა ფრანკფურტში მანჯუკიჩის მიერ მე-13 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვეს, ნამატჩევს კი, გვარდიოლამ განაცხადა:
“წინა კვირას გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, თამაშს ბევრად უკეთ ვაკონტროლებდით. “გლადბახს” კონტრშეტევის უფრო ხშირად განხორციელების საშუალებას ვაძლევდით. დღეს ყველაფერი ბევრად უკეთესი იყო. ძალიან ბევრი ფეხბურთელი შუა კვირაში ეროვნულ ნაკრებში გამოდიოდა და ჩვენ მხოლოდ სამი დღე გვქონდა მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. შედეგით და თამაშით 100 პროცენტით კმაყოფილი ვარ”.
მთავარ მწვრთნელს სრულად დაეთანხმა “ბაიერნის” კარის დარაჯი მანუელ ნოიერი, რომელმაც კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბარში აღნიშნა, რომ უმთავრესი შედეგია:
“ჩვენ უპირობოდ გამარჯვება და სამი ქულის აღება გვსურდა. ლამაზი თამაში კი არა, უბრალოდ მეორე მეორე გამარჯვების მოპოვება გვსურდა და ჩვენ ეს მოვახერხეთ”.