ფეხბურთი

17:43 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ენრიკე, შესაძლოა, “ვილიარეალში” დაბრუნდეს

“ლივერპულის” ესპანელი მარცხენა მცველი, ხოსე ენრიკე, შესაძლოა, “ვილიარეალში” დაბრუნდეს.

28 წლის მარცხენაფლანგელს გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მერსისაიდელებმა, ენრიკეს პოზიციაზე, მისივე თანამემამულე ალბერტო მორენო დაიმატეს, რომელიც სასტარტო შემადგენლობის წევრად იქცა.

ესპანური AS-ის ცნობით, ხოსე ენრიკე სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ აპირებს და გუნდის ზამთარში შეცვლას გეგმავს. იგივე წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არც “ლივერპულია”. ივარაუდება, რომ ინგლისური კლუბი ფეხბურთელს “ვილიარეალს” შესთავაზებს, რომელშიც ენრიკე 2006-07 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106808