საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ მცველს ზურა ხიზანიშვილის ინგლისის ჩემპიონლიგის კლუბები “ლიდსი” და “ბლექბერნი” ეპატიჟებიან. ამის შესახებ ბრიტანული ინტერნეტპორტალი skysports.com-ი იუწყება.
ხიზანიშვილს “ქაისერისფორთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და ამჟამად, თავისუფალი აგენტის სტატუსით ახალ წინადადებებს ელის. “ქაისერს” თურქეთის სუპერლიგაში დაბრუნება უნდა და 32 წლის მცველს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა. თუმცა, skysports.com-ის ინფორმაციით, გამოცდილი ქართველის ხილვა თავის რიგებში არაერთ ინგლისურ და თურქულ კლუბს უნდა. ყველაზე მეტად “ლიდსი” და “ბლექბერნი” აქტიურობენ, მაგრამ თავად ფეხბურთელი თურქეთში თავს კარგად გრძნობს და დიდი შანსია, სწორედ ამ ქვეყანაში დარჩეს.